MRI ოპერატორი

მივლინება: არა
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: MRI ოპერატორი (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატზე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივნისი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (MRI ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.