ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი

ოზურგეთი სრული განაკვეთი მედალფა ჰოსპიტალური ქსელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო), ანესთეზიოლოგი
შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი  აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის და კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ქ. ოზურგეთში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს ოზურგეთის კლინიკა

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:
  • სახელმწიფო სერტიფიკატი კრიტიკულ მედიცინაში;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, ანესთეზია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
        
დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,
გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:   
ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.N3,  შ.პ.ს. „მედალფა“-ს ოზურგეთის კლინიკა       
  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).
განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  12/07/2024წ. 

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.