პოდოლოგი

ბათუმი სრული განაკვეთი კლინიკა კანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს შერჩევას პოდოლოგის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

გრაფიკი:  სრული  
მდებარეობა:  ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N94

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და პოდოლოგიური მკურნალობა;
  • კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:
  • პრეზენტაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საქმისადმი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პოდოლოგი (ქ.ბათუმი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებას!