მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს შერჩევას პოდოლოგის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და პოდოლოგიური მკურნალობა;
- კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საქმისადმი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პოდოლოგი (ქ.თბილისი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებას!