გრანთ თორნთონი

logo

ინდუსტრია: სხვა

თანამშრომელთა რაოდენობა: 50 - 100

ვებ–საიტი: www.grantthornton.ge

ელ. ფოსტა: info@ge.gt.com

გრანთ თორნთონის შესახებ

 

გრანთ თორნთონი წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ჩვენ პროფესიონალური და პერსპექტიული რჩევებით ვეხმარებით დინამიურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდის პოტენციალი. კომპანიის პროაქტიული გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიების პრობლემები და დაეხმარონ მათ გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 62,000-ზე მეტი თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტებისათვის და  შექმნას შესაბამისი გარემო კოლეგებისთვის, რომელშიც მას უხდება ცხოვრება და მუშაობა.

გრანთ თორნთონ საქართველო, გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი, წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა, ფინანსურ მრჩეველთა, ბიზნესისა და მართვის დარგის კონსულტანტთა, საგადასახადო და იურიდიულ მრჩეველთა და ასევე სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტთა მრავალპროფესიონალურ გუნდს.

გრანთ თორნთონი ადგილობრივი ბაზრის დეტალურ ცოდნასა და გამოცდილებას კარგად უთანხმებს პროფესიონალური დონის მომსახურების მქონე ორგანიზაციის ტექნოლოგიებს, მეთოდოლოგიასა და სპეციალისტთა რესურსებს. გრანთ თორნთონის მიერ აპრობირებული პოლიტიკა და პროცედურები უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ ფირმას მუდმივად ჰყავს კომპეტენტური და ეთიკური პრინციპების ერთგული თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი დავალება  შეასრულონ პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გრანთ თორნთონის თანამშრომელთა გუნდი შედგება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე წევრებისგან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ და ქართულ ენებს. ყოველ მათგანს  აქვს თავისი კლიენტებისადმი მაღალი ხარისხის მომსახურების დროულად მიწოდების  გამოცდილება  და ასევე ყოველი მათგანი ფლობს მრავალპროფილურ გუნდში მუშაობის სპეციალურ გამოცდილებას, რომლის დროსაც მაღალ დონეზე ხორციელდება საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და მართვა. ფირმა მუდმივად უზრუნველყოფს პროექტებში დიდი პროფესიონალური  შესაძლებლობების მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიურ  ჩართულობას პროექტის დაწყებისთანვე, რომლებიც ხელმისაწვდომნი რჩებიან მთელი პროექტის მიმდინარეობისას. ეს შესაძლებლობას იძლევა უსწრაფესად მოხდეს  სხვადასხვა ტიპის ექსპერტული რჩევის მოთხოვნაზე რეაგირება პროექტის მიმდინარეობისას, პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

გრანთ თორნთონმა საკონსულტაციო მომსახურებები და აუდიტი განახორციელა ისეთი პროექტებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან  EBRD-ის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის/ევროკომისიის, გაეროს სააგენტოების, USAID-ს, ევრაზიის ფონდის, GTZ, KfW-სა და სხვა საერთაშორისო საფინანსო / საკრედიტო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ. გრანთ თორნთონი (საქართველო) რეგისტრირებულია DACON-ში, გაეროს გლობალურ ბაზარზე (UN System), EBRD - ს გარე საბჭოში, EBRD - პირდაპირი ინვესტირების სისტემასა და  კონსულტანტთა სხვა ძირითად მონაცემთა ბაზებში.

გრანთ თორნთონის გამოცდილება რეგიონში საშუალებას გვაძლევს ხმამაღლა განვაცხადოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც გამოგვარჩევენ როგორც უმაღლესი დონის აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც განვითარებული ინფრასტრუქტურა და გამოცდილი პერსონალი გააჩნია.  გრანთ თორნთონის ტექნიკური, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გამოცდილება და მისი საქართველოში ოპერირება თავისთავად გულისხმობს იმ ფაქტს, რომ კომპანიას გააჩნია წვდომა დიდ ქსელთან და აქვს შესაძლებლობა მოახდინოს  მაღალი ხარისხის ექსპერტთა მობილიზება იმისათვის, რომ უზრუნველყოს სიღრმისეული და პროექტის საჭიროებებზე მორგებული პროფესიონალური მხარდაჭერა. 

 

სტანდარტი

27 აპრ - 26 მაი

სტანდარტი

22 აპრ - 06 მაი