დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი გრანთ თორნთონი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, ქ. წამებულის 54

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მიღება, დაარქივება;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი;
  • სალარო და საბანკო ამონაწერების კონტროლი;
  • გადარიცხვების წარმოება;
  • RS.ge-ზე რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაწერა;
  • RS.Ge-ზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და სპეც-ანგარიშ ფაქტურების გავლა და დადასტურება;
  • მიღებული ავანსების კონტროლი;
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკებთან) ურთიერთობები;
  • კრედიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და პერიოდულად შედარება;
  • Fina-ის პროგრამაში შესყიდვებისა და რეალიზაციების გატარება.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina -ის ცოდნა.
  • ქართული და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოქნილობა.

ხელფასი: 1,300-დან 1,500-მდე ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე დამხმარე ბუღალტერი
კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “დამხმარე ბუღალტერი”.
წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი 2025

 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე