ციფრული პროექტების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ ციფრული პროექტების სპეციალისტს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • კომპანიის ვებ-გვერდის (CMS) მუდმივი მონიტორინგი და მართვა; 
  • ვების კონტენტის  სტრუქტურირება და განთავსების უზრუნველყოფა (სტატიური გვერდები, სიახლეები, პროდუქტები და სხვა); 
  • ახალი კონტენტის შექმნაზე, განახლებასა და ვებ-გვერდის დიზაინზე კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან; 
  • ვებ-დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ფუნქციონალების შესამუშავებლად და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად; 
  • ვებ-პროექტების ვადების, ხარისხისა და პროცესების კონტროლი; 
  • ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა (მაგ. ვებსაიტის რედიზაინი, აპლიკაციების გამართული მუშაობის მხარდაჭერა, ახალი ციფრული სერვისების დანერგვა/ ინიცირება და ა.შ.)  
  • შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ვებსაიტის მიზნობრივი განვითარების უზრუნველსაყოფად; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;  
  • სასურველია CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება და საბაზისო ტექნიკური ცოდნა; 

ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს; 
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; 
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში. 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის  30 აპრილის  ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე