კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ციფრული პროექტების სპეციალისტს
და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის ვებ-გვერდის (CMS) მუდმივი მონიტორინგი და მართვა;
- ვების კონტენტის სტრუქტურირება და განთავსების უზრუნველყოფა (სტატიური გვერდები, სიახლეები, პროდუქტები და სხვა);
- ახალი კონტენტის შექმნაზე, განახლებასა და ვებ-გვერდის დიზაინზე კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან;
- ვებ-დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ფუნქციონალების შესამუშავებლად და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
- ვებ-პროექტების ვადების, ხარისხისა და პროცესების კონტროლი;
- ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა (მაგ. ვებსაიტის რედიზაინი, აპლიკაციების გამართული მუშაობის მხარდაჭერა, ახალი ციფრული სერვისების დანერგვა/ ინიცირება და ა.შ.)
- შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ვებსაიტის მიზნობრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება და საბაზისო ტექნიკური ცოდნა;
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე
2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.