ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯია“- აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, პროექტის მართვის პრინციპების გამოყენებით:
- პროექტის საკვანძო ბიზნეს ამოცანების განსაზღვრა. რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია პროექტის მიზნების მისაღწევად.
- პროექტის დეტალური გეგმის შემუშავება (პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, ვადების დადგენა, აუცილებელი ტექნიკური და ადამიანური რესურსების რაოდენობის განსაზღვრა და სხვა);
- მრავალფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობა და სავარაუდო პარტნიორებთან ვიზიტი, პროექტის მიზნების, ფარგლებისა და შედეგების განსაზღვრის მიზნით. რეპორტინგის წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
- პროექტის განხორციელების/შესრულების ვადების ანალიზი, კალენდარული გრაფიკის მომზადება, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, რეპორტინგი;
- პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათი გადაჭრა ოპტიმალური მეთოდებით;
- პროექტის დანერგვის შემდგომი ანალიზი, პროექტის წარმატების ხარისხისა და გაუმჯობესების სფეროების შესაფასებლად (რეპორტინგის წარდგენა ხელმძღვანელობასთან);
- ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა პროექტის წარმატებით შესრულების მიზნით;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
- წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, მხოლოდ იმ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებსაც გააჩნიათ ვაკანსიაში მითითებული ფუნქცია-მოვალეობების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ ველში “subject” მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.