გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სტუმარი ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ქართული Start-up კომპანია სტუმარი ჯგუფი, რომელიც ჩაის წარმოების სფეროში მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანია არაერთი ქართული თუ საერთაშორისო კონკურსისა და საგრანტო პროექტის გამარჯვებულია. საწარმოო პროდუქტი გამოირჩევა ინოვაციურობით, სასარგებლო თვისებებით, უნიკალურობითა და მაღალტექნოლოგიური დამუშავებით. კომპანიამ მოიპოვა უცხოური ინვესტიციაც და პარტნიორებთან ერთად ამჟამად ქსელის ზრდა-განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება.
თუ გაინტერესებს პროდუქტის წარმოების სფერო, ან გინდა სტარტ-აპთან ერთად შენც განვითარდე, თუ ხარ დაინტერესებული მარკეტინგითა და გაყიდვების სფეროთი და გაქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით, მაშინ გამოაგზავნე რეზიუმე!

ჩვენი მეგობრული გუნდი გელოდება!

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებულ გაყიდვების ობიექტებში პროდუქტის მარაგების/ნაშთების კონტროლი;
  • პარტნიორი ქსელების მაღაზიებში მარაგების სიმცირის ან ამოწურვის შემთხვევაში შეკვეთის დროულად მიღება და პროდუქციის ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის დახლზე განლაგების/განთავსების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ჩართვა;
  • ვადაგასული პროდუქციის არსებობის შემთხვევაში პროდუქტის უკან დაბრუნდების უზრუნველყოფა;
  • გუნდთან ერთად ახალი ობიექტების მოძიება, მათთან დაკავშირება, შეხვედრის დაგეგმვა და პროდუქტის გაცნობა;
  • ახალი ქსელისა თუ ობიექტების დამატების პროცესში კომპანიისა და პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, დაინტერესებული პირებისთვის პროდუქტის ადგილზე მიტანა და გაცნობა.
  • პროდუქტის დისტრიბუცია, ნაშთების კონტროლი მაღაზიებისა თუ ქსელის მიხედვით და მონაცემების მონიშვნა შესაბამის ფაილში. monitoringi

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მაღალი მოტივაცია
  • სასურველია საკუთარი მანქანა, მართვის მოწმობა და მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • განათლება: უმაღლესი განათლება
  • გამოცდილება: FMCG სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია გაყიდვების მიმართულებით
  • ენების ცოდნა: ქართული, რუსული ან ინგლისური
  • კომპიუტერული უნარები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სხვა მოთხოვნები: კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ორგანიზებული, პუნქტუალური, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი.

პიროვნული მახასიათებლები:
  • შემოქმედებითი აზროვნება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • მზარდ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულს ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვით!
  • სასიამოვნო, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს
  • მაქსიმალურ მოტივაციას იმისთვის რომ დასაქმებულამა თავი იგრძნოს განსაკუთრებულ გარემოში.

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი,
ანაზღაურება ფიქსირებული, ამასთანავე გვაქვს საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: stumaritea@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.