გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პირველადი დახმარების ცენტრი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
პირველადი დახმარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ტრენინგებისა და სამედიცინო ინვენტარის მიმართულებით.

ჩვენი კომპანია 2019 წლიდან უწევს სამედიცინო სატრენინგო მომსახურებას, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს; 2024 წლიდან ჩვენი სერვისების მიმართულებას სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფაც დაემატა.

კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი (1 საათიანი შესვენებით).
სამუშაო ადგილი - On-site: გურამიშვილის გამზირი 39ვ (ჩვენი ტრენინგ-ცენტრი)

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია და შეთავაზების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად KPI-ების დასახვა და შედეგების მონიტორინგი;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი და ანალიზი.

სამუშაო პირობები
  • კომფორტული სამუშაო სივრცე და მშვიდი, მაქსიმალურად არასტრესული გარემო;
  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი;
  • კუთვნილი შვებულება, რომლის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ მეორე თვიდან (თვეში 2 დღის დაგროვების პრინციპით, ან დააგროვოთ და გამოიყენოთ ერთიანად).

უპირატესობად ჩაითვლება:
  • ინგლისურის ცოდნა;
  • გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
  • GSuit-თან (Google Sheets, Google Docs, Google Forms, Google Calendar), მუშაობის გამოცდილება
  • ნებისმიერ CRM-ში მუშაობის გამოცდილებაც

თუ ფიქრობთ, რომ შესაბამისი კანდიდატი ხართ, გამოგვიზავნეთ CV ელ-ფოსტაზე - contact@firstaidcenter.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“.
CV-ების განხილვასა და გასაუბრებებს დავიწყებთ აპლიკაციების მიღების დასრულების შემდგომ.