B2B გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გლ გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 5000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, კორპორატიული კლიენტები (B2B)
გლ გრუპი აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

პირობები:
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ონიაშვილის ქ.
  • განაკვეთი: სრული
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • ანაზღაურება: 1500-5000 ( ფიქსირებულს + ბონუსი)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მეგობრული და გუნდური გარემო

კვალიფიკაცია:
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი, ლოგისტიკის სფეროში/B2B (სავალდებულოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა: მინიმუმ B2 (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • MS Office-ის და MS Excel ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • მიზნების მიღწევაზე კონცენტრირება და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ;
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილება და სიზუსტე;
  • გუნდთან თანამშრომლობისა და კოლექტიური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის ეფექტური სტრატეგიები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაცია და გადაჭრის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სრული ციკლი: პირველადი კონტაქტიდან კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე და შეთანხმების მხარდაჭერამდე.
  • კლიენტების ბაზის მართვა CRM-ში და ანგარიშგების მომზადება.
  • შემოსული მოთხოვნების დამუშავება.
  • კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარება.
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
  • ბაზრის ანალიზი და ახალი პერსპექტიული კლიენტების მოძიება.
  • "თბილ" ბაზასთან მუშაობა, "ცივი" ზარები, სატელეფონო მოლაპარაკებები და მიმოწერა (Facebook, Instagram, LinkedIn-ის ჩათვლით).
  • ანალიტიკის წარმოება და ანგარიშების მომზადება, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: globallogistic888@gmail.com