გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი WallyPay
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია ვოლიფეი ( https://wallypay.eu ), ელექტრონული საფულეა რომელიც ოპერირებას ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სტატუსის შესაბამისად. ვოლიფეი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მართვა გაყიდვების სტრატეგიის მიხედვით;
  • ბაზრისა და კონკურენტების პერიოდული კვლევა და ანალიზი;
  • გაყიდვების სტრატეგიის კორექტირება ბაზრისა და კონკურენტების კვლევის საფუძველზე;
  • დაგეგმილი გაყიდვების მიზნების შესრულება.
  • B2B კლიენტებთან კომუნიკაციის მართვა და კოორდინაცია;
  • ორგანიზაციისა და პროდუქტების პოპულარიზაცია.
  • მენეჯმენტისთვის გაყიდვების შესახებ რეგულარული ანგარიშების და პრეზენტაციების მომზადება;

მოთხოვნები:
  • ფინანსურ სექტორში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კლიენტებისა და ბაზრის დინამიკისა და მოთხოვნების კარგად გააზრება;
  • გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვისა და დანერგვის გამოცდილება.
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის გამოცდილება.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
  • დროის მართვის უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;

სამუშაო პირობები:
  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში
  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
  • ადგილმდებარეობა - თბილისი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს გუნდში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: contact@wallypay.eu გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი