„კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს კონკურს ERP ადმინისტრატორების სწავლება/ სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების პროექტის მიზანია მოტივირებული, პროგრესზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე სტუდენტების/კურსდამთავრებულების შერჩევა, რომელთაც სურთ 1C ERP- ის შესახებ ტექნიკურ და პროცესუალურ ცოდნას დაეუფლონ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს და შემდგომ მათი შესრულების შეფასებას.(იხ. მიბმული დოკუმენტი: სილაბუსი)
ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში სამი შეხვედრა ( ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:30 -21:30)
სწავლების ფორმა : ონლაინ ფორმატი
სწავლების/სტაჟირების დაწყების თარიღი: 04.2025
ტრენინგის მონაწილეების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
პროექტის დასრულების შემდგომ, განიხილება წარმატებული მონაწილეების დასაქმება ავერსი ფარმას ERP-ის გუნდში.
დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სამოტივაციო წერილიც) ელ.ფოსტაზე: ani.kenchuashvili@aversi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ”ERP-ის სწავლება“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28.03.2025
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1565); +995 577571116
ავერსის გუნდი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!