ERP ადმინისტრატორი სწავლება/სტაჟირება
თარიღები: 14 მარ - 25 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო) ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ani.kenchuashvili@aversi.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577571116
„კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს კონკურს ERP ადმინისტრატორების სწავლება/ სტაჟირების პროგრამაზე.

სტაჟირების პროექტის მიზანია მოტივირებული, პროგრესზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე სტუდენტების/კურსდამთავრებულების შერჩევა, რომელთაც სურთ 1C ERP- ის შესახებ ტექნიკურ და პროცესუალურ ცოდნას დაეუფლონ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს და შემდგომ მათი შესრულების შეფასებას.(იხ. მიბმული დოკუმენტი: სილაბუსი)

ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში სამი შეხვედრა ( ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:30 -21:30)
სწავლების ფორმა : ონლაინ ფორმატი
სწავლების/სტაჟირების დაწყების თარიღი: 04.2025

ტრენინგის მონაწილეების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

პროექტის დასრულების შემდგომ, განიხილება წარმატებული მონაწილეების დასაქმება ავერსი ფარმას ERP-ის გუნდში.

დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სამოტივაციო წერილიც) ელ.ფოსტაზე: ani.kenchuashvili@aversi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ”ERP-ის სწავლება“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28.03.2025
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1565); +995 577571116

ავერსის გუნდი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!