AML/CFT ოფიცრის მოსამზადებელი ტრენინგი

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები
რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია ცხადებს AML/CFT ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგს
"რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია" წარმოგიდგენთ ერთთვიან ტრენინგს, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მუშაობა ფინანსურ სექტორში AML/CFT მიმართულებით. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს და უზრუნველყოფს მონაწილეების მომზადებას რეალური სამუშაო გარემოსთვის.

ტრენინგის დეტალები:
ხანგრძლივობა: 1 თვე (ჯამში 12 შეხვედრა, თითო შეხვედრა 3 საათი)
დრო: 1 აპრილიდან, კვირაში 3-ჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი- საღამოს 7 საათიდან 10 საათამდე, შაბათი-დილის 12 საათიდან 3 საათამდე),
ფორმატი: როგორც ონლაინ ასევე პირისპირ
ფასი: 600 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 99 31 95;


ტრენინგის სილაბუსი:
  • I მოდული: AML/CFT-ის საფუძვლები
  • II მოდული: მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და Due diligence (CDD/KYC)
  • III მოდული: რისკებზე დაფუძნებული მიდგომა და პოლიტიკის ფორმულირება
  • IV მოდული: საერთაშორისო სანქციები და მათი გავლენა
  • V მოდული: პრაქტიკული სამუშაოები და რეალური ქეისების განხილვა
  • VI მოდული: ფინანსური ინსტიტუტების მოწყვლადობები და ახალი ტექნოლოგიები

გთხოვთ, ტრენინგის საკითხები სრულად იხილეთ სილაბუსში

ვისთვის არის განკუთვნილი ეს ტრენინგი?
  • სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფინანსური სექტორით
  • ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის
  • მათთვის, ვისაც სურს კარიერული განვითარება AML/CFT სფეროში

რა სარგებელი მოაქვს ტრენინგს?
  • მიიღებთ სიღრმისეულ ცოდნას AML/CFT მიმართულებით
  • მზად იქნებით რეალური სამუშაოსთვის
  • მიიღებთ სერტიფიკატს

ტრენერი: ქეთევან გოგობერიშვილი
ინფორმაცია ტრენერის შესახებ: http://www.linkedin.com/in/ketevan-gogoberishvili
დარეგისტრირდით ახლავე და გააუმჯობესეთ თქვენი კარიერული შესაძლებლობები
AML/CFT სფეროში!
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/F9OwA