სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

რუსთავი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანიაში ვეძებთ გუნდის წევრს "სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის" თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • მიმდინარე და შესრულებული სამუშაოებების ხარისხის კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა აქტების წარმოება;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
  • სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
  • მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
  • ტექნიკური თვალსაზრისით პროექტების რისკების მართვა;
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
  • ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სავალდებულოა);
  • სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ; (უპირატესობა მიენიჭება, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას);
  • პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ; (Microsoft Suit, Archicad, Autocad);
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
  • სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ssgrouprustavi@gmail.com სათაურის ველში (subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება