ფასადის სამუშაოების შემსრულებელი

თბილისი სრული განაკვეთი LSGROUP
მივლინება: არა ხელფასი: 2500
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
LSGROUP" არის 2010 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და ასრულებს, როგორც ჰიდროიზოლაციის, ასევე ფასადის მოპირკეთების და სამღებრო სამუშაოებს.

"LSGROUP" აცხადებს ვაკანსიას ფასადის სამუშაოების შემსრულებელზე .

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 4
ანაზღაურება: ორკვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, საქმის შესწავლის პროცესში.
შემდეგ: ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი მოვალეობები:
  • ფასადის მოპირკეთებისთვის გამოსაყენებელი მასალების შესწავლა საბაზისო დონეზე.
  • ფასადის მოპირკეთებისთვის გამოსაყენებელი მასალების მომზადება.
  • სველი და ვინტილირებადი ფასადის მოპირკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
  • სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე; (არასავალდებულო! ჩაითვლება უპირატესობად).
  • მართვის მოწმობა - B, კატეგორია (არასავალდებულო! ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:
  • საქმის შესწავლას.
  • სიცოცხლის დაზღვევას.
  • ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობებს.
  • მზარდ ანაზღაურებას, რომელიც კონკრეტული დასაქმებულისთვის გადაიხედება ყოველ 3 თვეში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: info@lsgroup.ge ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფასადის სამუშაოები.

გისურვებთ წარმატებას!  

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "LSGROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "LSGROUP"-ის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.