სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

ქობულეთი სრული განაკვეთი ანკო
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია ანკო აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე ქალაქ ქობულეთში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე. 

სამუშაოს აღწერა: 
  • სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესების მართვა
  • მშენებლობის ხარისხის, ვადების და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
  • სამუშაო ბრიგადების მართვა
  • პროექტის არქიტექტურული, კონსტრუქციული საინჟინრო და სხვა ნახაზების დეტალური შესწავლა, შემსრულებლებისთვის ახსნა და დავალებების მიცემა
  • შრომითი უსაფრთხოების და სამუშაო დისციპლინის კონტროლი ობიექტზე
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვასთან და შესრულებასთან დაკავშირებული რეპორტების  მომზადება. 

მოთხოვნები: 
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე; 
  • პასუხსიგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა;
  • არქიკადის და აუტოკადის ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • MS საოფისე პროგრამების  ცოდნა - Word, Excel, Project, Visio, Outlook;
  • გუნდურობა, პროაქტიულობა, პრობლემების გადაჭრის  უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@anko.ge