რეგიონალური მენეჯერი დასავლთ საქართველოში

საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
TOP მენეჯმენტი: რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი
გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას დასავლთ საქართველოში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე  
ვაკანსია: რეგიონალური მენეჯერი (დასავლეთ საქართველო) 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
სამუშაო ადგილი: დასავლეთი საქართველო 
 
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და კვარტლური ბონუსი 
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის შიდა და გარე  რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობაში 
  • საკვანძო კლიენტებთან მუშაობა კომპანიის პრეპარატების დანერგვის მიზნით 
  • რეგიონალური წარმომადგენლების მუშაობის ეფექტურობის ანალიზი,  კორელაციების დადგენა, რისკების იდენტიფიცირება,  გადაწყვეტილებების შეთავაზება და  შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა. 
 
საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება  
  • დასავლეთი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა; 
  • ბიზნეს კომუნიკაციის ეთიკა; 
  • ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები; 
  • ეფექტური ვიზიტის სტრუქტურის ცოდნა და ტექნიკების ფლობა; 
  •  განმავითარებელი ტექნიკის გამოცდილება (Coaching); 
  • ორმაგი ვიზიტის ჩატარების გამოცდილება; 
  • კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის უნარი და გამოცდილება (Constructive Feedback); 
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft-ის პაკეტი 
  • Office, Outlook, ინტერნეტი მომხმარებლის დონეზე; 
  • შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება 
  • რუსული ენის  ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია); 
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი 
  • მართვის მოწმობა 
 
უნარები/პიროვნული თვისებები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები; 
  • მიზანზე ორიენტირებულობა; 
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი; 
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • შრომისმოყვარეობა. 
 
კომპანია აპლიკანტს სთავაზობს: 
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს  
  • კონკურენტულ ხელფასს 
  • კვარტლურ ბონუსს 
  • სამედიცინო დაზღვევას 
  • მობილური ხარჯების ანაზღაურებას 
  • ავტომობილს 
 
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: 
  • CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება (2 ეტაპი) 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტებზე:  otcrx90@yahoo.com 
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონალური მენეჯერი  - დასავლეთ საქართველოს რეგიონი 
 
კანდიდატის პოზიციაზე აყვანა იგეგმება 2025 წლის აპრილიდან 
საბუთების გამოგზავნა ა.წ. 21 მარტამდე. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.