Steve Jobs American Academy აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: საქართველო (ქუთაისი და სხვა ფილიალები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით)
კომპანია: Steve Jobs American Academy
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირა სამუშაო დღეები)
ხელფასი: 1500 - 2000 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები 2008 წლიდან ხორციელდება მსოფლიოს 60 ქვეყანაში, ოფიციალურადაა აღიარებული Harvard University-ის მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ.
ვის ვეძებთ: თუ გჯერა, რომ ცხოვრებაში უნდა შექმნა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გრძნობ, რომ შენი შესაძლებლობები ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ის, რასაც ახლა აკეთებ, თუ გხიბლავს ინოვაციები და გინდა იყო გლობალური ცვლილებების ნაწილი და თუ გიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.
პოზიციის მიმოხილვა:
- დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი იმუშავებს აკადემიის დირექტორთან ერთად, რათა მართოს ყველა ფილიალის ოპერაციები
- ამ როლს სჭირდება აქტიური ლიდერი, რომელიც ენერგიული, შემოქმედებითი, გლობალურად მოაზროვნე და დეტალებზე ორიენტირებულია
- დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი მზად უნდა იყოს ხშირი მოგზაურობისთვის ფილიალებს შორის, რათა უზრუნველყოს თანმიმდევრობა და სრულყოფილება აკადემიის ყველა ასპექტში.
ძირითადი ვალდებულებები:
ლიდერობა და მენეჯმენტი:
- ცენტრალურ ოფისთან კოორდინაციით, უზრუნველყოს მის რეგიონს დაქვემდებარებული ფილიალების მიერ საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანად, ორგანიზებულად და უსაფრთხოდ წარმართვის ზედამხედველობა, ყველა ფილიალის ოპერაციების მართვა და მონიტორინგი.
- ცენტრალურ ოფისთან კოორდინაციით უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის და რაოდენობის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მოზიდვა, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა და მის რეგიონს დაქვემდებარებული ფილიალების მიერ ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის ზედამხედველობა;
- ცენტრალურ ოფისთან კოორდინაციით, უზრუნველყოს მის რეგიონში დაქვემდებარებული ფილიალების ფინანსებისა და მატერიალური რესურსების კონტროლი და ეფექტიანი გამოყენება;
- ცენტრალურ ოფისთან კოორდინაციით, უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებული ფილიალების მიერ მისაღები გამოცდების წარმატებით, ორგანიზებულად და უხარვეზოდ წარმართვის ზედამხედველობა.
- ცენტრალურ ოფისთან კოორდინაციით, უზრუნველყოს სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ბრენდის დამკვიდრება.
ოპერაციული სრულყოფილება:
- ფილიალებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა.
- ფილიალების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, საჭიროებისამებრ გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება.
- ფილიალების მენეჯერებთან კოორდინაცია აკადემიის პოლიტიკებთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მოგზაურობა და კომუნიკაცია:
- ხშირი მოგზაურობა სხვადასხვა ფილიალში ადგილზე საქმიანობის მონიტორინგისა და მხარდაჭერისთვის.
- პერსონალთან, სტუდენტებთან და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
- არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში.
- ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ფორმალური ან არაფორმალური განათლება.
- ტექნოლოგიების სფეროში ფორმალური ან არაფორმალური განათლება ან გამოცდილება.
- სასურველია გამოცდილება განათლების სფეროში.
- ინოვაციური, ენერგიული, გლობალურად მოაზროვნე და დეტალებზე ორიენტირებული.
- პერფექციონისტი, რომელსაც უყვარს ბავშვები და აქვს შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები.
რას გთავაზობთ:
- ინოვაციური, დემოკრატიული და ღია გარემო, სადაც იდეები ფასობს.
- პერსონალური და პროფესიული განვითარების დიდი ასპარეზი;
- შესაძლებლობები, იმუშაოთ ერთგულ და ინოვაციურ გუნდთან;
- ხელფასის ზრდის შესაძლებლობა.
როგორ უნდა მოგვმართოთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოადგინონ რეზიუმე, ხოლო სურვილის შემთხვევაში, მცირე სამოტივაციო წერილი info@stevejobs.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი , 2025
შერჩევის პროცესი:
- I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
- II ეტაპი - გასაუბრება აკადემიის დირექტორთან;
- III ეტაპი - ქეისების განხილვა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
გისურვებთ წარმატებებს!