გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას
დასავლთ საქართველოში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე
ვაკანსია: რეგიონალური მენეჯერი (დასავლეთ საქართველო)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი:
დასავლეთი საქართველო ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და კვარტლური ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის შიდა და გარე რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობაში
- საკვანძო კლიენტებთან მუშაობა კომპანიის პრეპარატების დანერგვის მიზნით
- რეგიონალური წარმომადგენლების მუშაობის ეფექტურობის ანალიზი, კორელაციების დადგენა, რისკების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების შეთავაზება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- დასავლეთი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
- ბიზნეს კომუნიკაციის ეთიკა;
- ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები;
- ეფექტური ვიზიტის სტრუქტურის ცოდნა და ტექნიკების ფლობა;
- განმავითარებელი ტექნიკის გამოცდილება (Coaching);
- ორმაგი ვიზიტის ჩატარების გამოცდილება;
- კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის უნარი და გამოცდილება (Constructive Feedback);
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft-ის პაკეტი
- Office, Outlook, ინტერნეტი მომხმარებლის დონეზე;
- შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება
- რუსული ენის ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი
- მართვის მოწმობა
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- მიზანზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.
კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
- კონკურენტულ ხელფასს
- კვარტლურ ბონუსს
- სამედიცინო დაზღვევას
- მობილური ხარჯების ანაზღაურებას
- ავტომობილს
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება (2 ეტაპი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტებზე:
otcrx90@yahoo.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონალური მენეჯერი - დასავლეთ საქართველოს რეგიონი
კანდიდატის პოზიციაზე აყვანა იგეგმება 2025 წლის აპრილიდან
საბუთების გამოგზავნა
ა.წ. 21 მარტამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.