სამშენებლო კომპანია ანკო აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე ქალაქ ქობულეთში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე.
სამუშაოს აღწერა:
- სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესების მართვა
- მშენებლობის ხარისხის, ვადების და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
- სამუშაო ბრიგადების მართვა
- პროექტის არქიტექტურული, კონსტრუქციული საინჟინრო და სხვა ნახაზების დეტალური შესწავლა, შემსრულებლებისთვის ახსნა და დავალებების მიცემა
- შრომითი უსაფრთხოების და სამუშაო დისციპლინის კონტროლი ობიექტზე
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვასთან და შესრულებასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;
- პასუხსიგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა;
- არქიკადის და აუტოკადის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- MS საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Project, Visio, Outlook;
- გუნდურობა, პროაქტიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@anko.ge