ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი თელმიკო
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: ტექნიკური დირექტორი/CTO
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი პოზიციაზე.

სამუშაო მოთხოვნები
  • ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მართვა;
  • ქსელისა და სერვერული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მომზადება, განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ინციდენტების მართვა და მონიტორინგი;
  • ანგარიშების მომზადება IT მენეჯმენტისთვის.
  • სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა (ტექნიკური ექსპერტიზა)
  • ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტებში მონაწილეობა (ტექნიკური საკონსულტაციო მხარდაჭერა);
  • სარეზერვო კოპირების პროცედურების მართვა და კონტროლი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის რეგულაციების შესრულების მართვა და კონტროლი;
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და კვალიფიკაცია
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.);
  • მისასალმებელია დამატებითი სერთიფიკატები (ITIL, CCNA, Microsoft Certified, PMP და ა.შ.);

სამუშაო გამოცდილება
  • IT სფეროში გამოცდილება 5 წლიდან, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე (2-3 წლიდან);
  • ტექნიკური მხარდაჭერისა და IT ინფრასტრუქტურის ორგანიზებასა და მართვაში პრაქტიკული გამოცდილება;
  • IT-ის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ცოდნა, მათ შორის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, ვირტუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება;

პროფესიული უნარები
  • სერვერების (Windows, Linux), ქსელური ინფრასტრუქტურის (Cisco, MikroTik და ა.შ.) ადმინისტრირება;
  • მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Zabbix, Nagios, PRTG);
  • ვირტუალიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ESXi);
  • რეზერვირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ITSM მიდგომებისცოდნა და გამოყენება (ITIL, COBIT);
  • ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების მართვა (Service Desk, Help Desk);
  • მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან ურთიერთქმედება, SLA კონტროლი;
  • IT რესურსების ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის უნარები;

მართველობითი და პიროვნული თვისებები
  • გუნდის მოტივაციის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება და გაურკვეველ გარემოებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ამოცანების შესრულების დელეგირებისა და კონტროლის უნარი;
  • მომხმარებლებთან და დამკვეთთნ მუშაობის უნარი, კონფლიქტების მართვა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

დამატებითი მოთხოვნები
  • ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;
  • ღრუბლოვანი ტექნოლოგიებთან (AWS, Azure, Google Cloud) მუშაობის
  • გამოცდილება

უცხო ენები
  • ქართული ენა - თავისუფლად;
  • რუსული ენა - საშუალოდ ცოდნის დონეზე ;
  • ინგლისური - საშუალოდ ცოდნის დონეზე

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება განყოფილების უფროსი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.