დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული ტექნოლოგიების ლიდის პოზიციაზე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციისთვის, რომელიც მოღვაწეობს სადაზღვევო ინდუსტრიაში.
სამუშაო აღწერილობა:
- IT გუნდების მართვა და ზედამხედველობა:
- თითოეული განყოფილების თანამშრომლების სამუშაო პროცესების ორგანიზება და მართვა.
- დავალებების გადანაწილება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
- სისტემური ადმინისტრაციის ზედამხედველობა: სერვერებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვის პროცესების კონტროლი;
- ქსელური ადმინისტრაციის კოორდინაცია: ქსელური ინფრასტრუქტურის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მართვა;
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრაციის ზედამხედველობა: მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის პროცესების მართვა;
- აპლიკაციების მხარდაჭერის კოორდინაცია: თანამშრომლების მიერ მიღებული პრობლემების დროული გადაჭრის პროცესების ზედამხედველობა (შიდა პორტალებთან და აპლიკაციებთან დაკავშირებული საკითხები);
- პრობლემების მოგვარების პროცესის სტანდარტიზაცია და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე ორიენტაცია;
- პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია: გუნდების მუშაობის შეფასება და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა;
- CIO-სთან აქტიური თანამშრომლობა: შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება და IT სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: n.saralidze@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
- უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება IT მენეჯერის; IT ლიდის; სისტემური ადმინისტრირების ლიდის ან ქსელური ინჟინერიის ლიდის პოზიციებზე;
- აუცილებელია სისტემური, ქსელური და ბაზების ადმინისტრირების გამოცდილება;
- სასურველია საბანკო/საფინანსო ან სადაზღვევო სფეროებში მუშაობის გამოცდილება;
- ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (AWS, Azure) მართვის გამოცდილება;
- ITIL, PMP ან მსგავსი სერტიფიკატების ფლობა სასურველია;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: n.saralidze@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!