შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი პოზიციაზე.
სამუშაო მოთხოვნები
- ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მართვა;
- ქსელისა და სერვერული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მომზადება, განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ინციდენტების მართვა და მონიტორინგი;
- ანგარიშების მომზადება IT მენეჯმენტისთვის.
- სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა (ტექნიკური ექსპერტიზა)
- ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტებში მონაწილეობა (ტექნიკური საკონსულტაციო მხარდაჭერა);
- სარეზერვო კოპირების პროცედურების მართვა და კონტროლი;
- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის რეგულაციების შესრულების მართვა და კონტროლი;
- დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და კვალიფიკაცია- უმაღლესი ტექნიკური განათლება (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.);
- მისასალმებელია დამატებითი სერთიფიკატები (ITIL, CCNA, Microsoft Certified, PMP და ა.შ.);
სამუშაო გამოცდილება
- IT სფეროში გამოცდილება 5 წლიდან, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე (2-3 წლიდან);
- ტექნიკური მხარდაჭერისა და IT ინფრასტრუქტურის ორგანიზებასა და მართვაში პრაქტიკული გამოცდილება;
- IT-ის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ცოდნა, მათ შორის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, ვირტუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება;
პროფესიული უნარები
- სერვერების (Windows, Linux), ქსელური ინფრასტრუქტურის (Cisco, MikroTik და ა.შ.) ადმინისტრირება;
- მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Zabbix, Nagios, PRTG);
- ვირტუალიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ESXi);
- რეზერვირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ITSM მიდგომებისცოდნა და გამოყენება (ITIL, COBIT);
- ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების მართვა (Service Desk, Help Desk);
- მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან ურთიერთქმედება, SLA კონტროლი;
- IT რესურსების ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის უნარები;
მართველობითი და პიროვნული თვისებები
- გუნდის მოტივაციის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება და გაურკვეველ გარემოებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ამოცანების შესრულების დელეგირებისა და კონტროლის უნარი;
- მომხმარებლებთან და დამკვეთთნ მუშაობის უნარი, კონფლიქტების მართვა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
დამატებითი მოთხოვნები
- ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;
- ღრუბლოვანი ტექნოლოგიებთან (AWS, Azure, Google Cloud) მუშაობის
- გამოცდილება
უცხო ენები
- ქართული ენა - თავისუფლად;
- რუსული ენა - საშუალოდ ცოდნის დონეზე ;
- ინგლისური - საშუალოდ ცოდნის დონეზე
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე:
vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება განყოფილების უფროსი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.