JSON / XML სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Paybox
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს "Paybox"-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Paybox ეძებს გუნდის წევრს JSON/XML სპეციალისტის პოზიციაზე. 

პოზიციის მიზანია, პოზიციის მიზანია უზრუნველყოს Paybox - ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.

რას გააკეთებ:
  • მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობა XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
  • ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორება და დადასტურება;
  • საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები) ჩართული სერვისების მონიტორინგი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

მნიშვნელოვანია / სასურველია გქონდეს:
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით  და XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული.

დამატებითი ინფორმაცია:
  • პოზიცია იდეალურია დამწყები პროგრამისტებისთვის.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@career.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
 
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.