Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერისა და მონიტორინგის სპეციალისტი
პოზიციის დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერისა და მონიტორინგის სპეციალისტი
ძირითადი ფუნქციები:
- ტექნიკური სამუშაოების (სამომხმარებლო სისტემის სარეზერვო ასლები და განახლებები) შესრულება;
- მომხმარებელთა ანგარიშებისა და წვდომის ნებართვების გამართვა;
- საოფისე ტექნიკის გამართვა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა;
- ოპერაციული სისტემების (Windows, Linux, MacOS) ინსტალაცია და კონფიგურაცია;
- მომხმარებელთა ქსელური და სისტემური კავშირების მონიტორინგი;
- პროგრამული და ტექნიკური განახლებების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
- ქსელის ინფრასტრუქტურის ტექნიკური დიაგნოსტიკა და პრობლემური საკითხების მოგვარება;
- IT სისტემების, სერვერებისა და ქსელების მონიტორინგი;
- ინციდენტების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია და შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
- ტექნიკური მოწყობილობების ინვენტარიზაცია;
- ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებისა და პროცესების შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშის გახსნა/დახურვა, შესაბამის ორგანიზაციულ ჯგუფში განთავსება და
- მომხმარებელთა წვდომების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
ცოდნა და გამოცდილება:
- IT მხარდაჭერისა და მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Windows, Linux და MacOS ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- ქსელური ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და ტექნიკური საკითხების მარტივად
- გადმოცემის უნარი.
- საჯარო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 მარტი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის
შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის
შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან
გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით
აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.