დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული ტექნოლოგიების ლიდის პოზიციაზე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციისთვის, რომელიც მოღვაწეობს სადაზღვევო ინდუსტრიაში.
სამუშაო აღწერილობა:
IT გუნდების მართვა და ზედამხედველობა:
- თითოეული განყოფილების თანამშრომლების სამუშაო პროცესების ორგანიზება და მართვა. • დავალებების გადანაწილება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
- სისტემური ადმინისტრაციის ზედამხედველობა: სერვერებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვის პროცესების კონტროლი.
- ქსელური ადმინისტრაციის კოორდინაცია: ქსელური ინფრასტრუქტურის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მართვა.
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრაციის ზედამხედველობა: მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის პროცესების მართვა.
- აპლიკაციების მხარდაჭერის კოორდინაცია: თანამშრომლების მიერ მიღებული პრობლემების დროული გადაჭრის პროცესების ზედამხედველობა (შიდა პორტალებთან და აპლიკაციებთან დაკავშირებული საკითხები).
- პრობლემების მოგვარების პროცესის სტანდარტიზაცია და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე ორიენტაცია.
- პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია: გუნდების მუშაობის შეფასება და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
- CIO-სთან აქტიური თანამშრომლობა: შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება და IT სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება IT მენეჯერის; IT ლიდის; სისტემური ადმინისტრირების ლიდის; ქსელური ინჟინერიის ლიდის პოზიციებზე;
- აუცილებელია სისტემური, ქსელური და ბაზების ადმინისტრირების გამოცდილება
- სასურველია საბანკო/საფინანსო; სადაზღვევო სფეროებში გამოცდილება
- ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (AWS, Azure) მართვის გამოცდილება.
- ITIL, PMP ან მსგავსი სერტიფიკატები;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV მეილზე: recruitment15@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!