ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ლუდსახარში არგო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სტრუქტურული ერთეული - ფინანსური დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა და შედეგების შეფასება;
  • ფინანსური და გაყიდვების მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის შესრულების ანალიზი და მის საფუძველზე ანგარიშებისა და პროგნოზის მომზადება;
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ფინანსური მოდელების დამუშავება;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel და PPT სავალდებულოა).
  • პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენა - სრულყოფილად, ინგლისური - მაღალ დონეზე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია), 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ ფინანსური ანალიტიკოსი", ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 577 34 43 40.

გისურვებთ წარმატებას!