კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას - ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდული ნედლეულის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- განხორციელებული იმპორტების და ექსპორტების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- მიღებული თუ გაცემული სესხების ფაილის გენერირება, დარიცხული პროცენტის და საშემოსავლოს საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- ნედლეულის და შესაფუთი მასალების ჩამოწერების გატარება და ცხრილის მომზადება (ხარჯები);
- იმპორტირებული ელექტრონული მოწყობილობების შესაბამისი დეკლარაციის გადაგზავნა სამინისტროში;
- რეალიზაციის რეპორტინგი (ყოველდღიური, ყოველთვიური, ვოლტი);
- რეალიზაციების საბუღალტრო პროგრამაში გატარება (ვოლტი, კორპორატიული, ყოველთვიური);
- ძირითადი საშუალებების ცხრილის განახლება;
- დაზღვევისთვის გადასაგზავნი ფაილის განახლება;
- ცვეთის ფაილის შევსება აუდიტის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად; პროგრამაში პროდუქციის დამატება, ბონუს ბარათების კონტროლი, პროდუქციის ფასის კონტროლი;
- Rs.ge - ზე პროდუქციის დამატება პროგრამის შესაბამისი კოდებით;
- პროდუქციის თვითღირებულებების დათვლა რეცეპტების შესაბამისად;
- ყველა სახის რეპორტინგი ექსელში მოთხოვნიდან გამომდინარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამები (უამღლესი დონე);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა,
- დროის მართვის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე მუდნივი ზრუნვის უნარი,
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.