„აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბანკო გადარიცხვების წარმოება;
- საბუღალტრო სისტემა ORIS Accounting-ში ბუღალტრული გატარებების წარმოება;
- დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება;
- მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული სხვა ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ბუღალტრის დამხმარე პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MS Office-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი კომუნიკაციის დონეზე);
- rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- პასუხისმგებლიანობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: vacancy@atccomposite.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.