გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, ქ. წამებულის 54
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მიღება, დაარქივება;
- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი;
- სალარო და საბანკო ამონაწერების კონტროლი;
- გადარიცხვების წარმოება;
- RS.ge-ზე რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაწერა;
- RS.Ge-ზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და სპეც-ანგარიშ ფაქტურების გავლა და დადასტურება;
- მიღებული ავანსების კონტროლი;
- ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკებთან) ურთიერთობები;
- კრედიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და პერიოდულად შედარება;
- Fina-ის პროგრამაში შესყიდვებისა და რეალიზაციების გატარება.
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა Fina -ის ცოდნა.
- ქართული და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დროის მართვის უნარი;
- მოქნილობა.
ხელფასი: 1,300-დან 1,500-მდე ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე დამხმარე ბუღალტერი
კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “დამხმარე ბუღალტერი”.
წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი 2025