„პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორიზე ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (მთავარი ბუღალტრის დამხმარე) პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში, სისწორის მონიტორინგი;
- ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, რეალიზაცია);
- დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი, შედარებები კომპანიებთან;
- მარაგების ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, სისწორის მონიტორინგი;
- მთავარი ბუღალტრის მიერ სხვა საბუღალტრო დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- სავალდებულოა RS_თან მუშაობის და რომელიმე ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ან ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა( Excel, Word).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კილომეტრი.
- სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 დღე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@panex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „დამხმარე ბუღალტერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ სს "პანექსმა" მიიღოს თქვენი პერსონალური მონაცემები და დაამუშაოს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.