სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერა:
- ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავებასა და მის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- გაცვლითი პროგრამების და საგრანტო პროექტების მოძიება, განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
- სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან დაკავშირება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები/ევროპისმცოდნეობა ან სხვა მონათესავე დარგი;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის კომპეტენცია: არანაკლებ B2 დონე;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი (საგადასახადო ვალდებულებების გარეშე).
დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.