საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
თარიღები: 30 იან - 28 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bauinternational.edu.ge
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერა:
  • ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავებასა და მის პერიოდულ განახლებაში  მონაწილეობის მიღება;
  • გაცვლითი პროგრამების და საგრანტო პროექტების მოძიება, განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან დაკავშირება და  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები/ევროპისმცოდნეობა ან სხვა მონათესავე დარგი;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის კომპეტენცია: არანაკლებ B2 დონე;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი (საგადასახადო ვალდებულებების გარეშე).

დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.