ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ლაბორანტი

მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღიაკონკურსს შემდეგი თანამდებობის დასაკავებლად:
ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის  ლაბორანტი
ადგილების რაოდენობა  – 1 (ერთი) სრული საშტატო  განაკვეთი;
თანამდებობრივი სარგო :  695   ლარი;
გამოსაცდელი ვადა  3   თვე

ფუნქციები:
  • პრეციზიულ იმპენდანსის ანალიზატორთან მუშაობა
  • სხვადასხვა ქიმიური გზით მიღებული კომპოზიტების, ენერგიის შემნახველ მასალების, 3D ბეჭდვით მიღებულ ახალი ნაერთების და მშთანთქმელი  მასალების ელექტრული მახასიათებლების გაზომვებში მონაწილეობის მიღება.

განათლება: 
  • არანაკლებ ბაკალავრიატის დიპლომი ან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
დამატებითი მოთხოვნები: 
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ააქვს ქიმიის და ფიზიკის სავალდებულო კურსების ცოდნის დამადასტურებელი საბაკალავრო დიპლომი; 
  • კონკურსანტი უნდა ამჟღავნებდეს ინტერესს  ფიზიკურ-ქიმიური, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის  მიმართულებით სამეცნიერო კვლევების მიმართ. 

კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, 
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, 
  • გუნდურად მუშაობის უნარი, 
  • შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა,
  •  კომუნიკაბელურობა, 
  • პროდუქტიულობა.

ენების ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად  ცოდნა.
  • ერთ-ერთი  უცხო ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები: 
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს
  • Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, C, C++, Phython

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • ორი რეკომენდატორის: სახელი, გვარი: სამუშაო ადგილი; თანამდებობა; ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტის მისამართი.

შენიშვნა:
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა).

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის   xlomidze@sipt.org.ge   საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობისათვის  საბუთების მიღება  იწარმოებს   2025  წლის  5 თებერვალს. 
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსის    შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე 

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა