კომპანია ტოპლაინი გთავაზობს ვაკანსიას გაყიდვების და ფრონტ მენეჯერის პოზიციაზე.
სფერო: პრემიუმ კლასის ავტომომსახურება და დითეილინგი
ტოპლაინი გაძლევს შანსს:
- იღებდე ელასტიურ ხელფასს(გამოიმუშაო შენი წარმატების საპირწონე თანხა).
- იმუშაო მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში.
- გქონდეს ყოველდღიური შეხება წარმატებულ და შემდგარ ხალხთან.
- იმუშაო ყველასათვის საოცნებო სუპერმანქანების გარემოცვაში.
შენი ადგილი ტოპლაინშია, თუ:
- გამოირჩევი გაყიდვების და კომუნიკაციის უნარით.
- შეგიძლია საჭიროებების იდენტიფიცირება და საუკეთესო სერვისის შეთავაზება.
- ერკვევი და გაინტერესებს ავტოსფერო.
- ხარ ენერგიული, მონდომებული და მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.
მოვალეობები რომელიც შენს დაქვემდებარებაშია.
- მომხმარებლის მიღება, მისი საჭიროებების გაგება და სერვისის შეთავაზება.
- დითეილინგისა და სხვა მომსახურებების გაყიდვების მართვა.
- მომხმარებელთა შეკვეთების დამუშავება და მონაცემთა ბაზების განახლება.
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და სტრატეგიის გაუმჯობესება.
- მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა.
- სერვისების პრეზენტაცია მომხმარებლისთვის.
- თანამშრომლობა სადაზღვეო კომპანიებთან.
აუცილებელად დასაკმაყოფილებელი კომპონენტები:
- საოფისე პროგრამების კარგად ფლობა.
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
- ავტოსფეროს ინტერესი
პირობები:
- ხელფასი: 1500₾-5000₾, დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ შენს მონდომებასა და შედეგზე.
- სამუშაო დრო: 10:30-18:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
არგამოტოვო შენი შანსი, თუ დარწმუნებულიხარ რომ გაქვს საკმარისი კვალიფიკაცია და მიზანდასახულობა ამ პოზიციისთვის გამოაგზავნე შენი რეზიუმე და მიუთითე პოზიციის დასახელება შემდეგ მეილზე: tornike.tsiklauri@topline.ge
გაიგე მეტი ჩვენს შესახებ:
Website - Topline.ge
Instagram - Topline.ge
Facebook - Topline