გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დეკა დეველოპმენტ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე. 
დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი. 

კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით);
  • შემოსული შეკითხვების აღრიცხვა და პასუხის გაცემა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
  • კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება 
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება
  • გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება
  • გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება  მოთხოვნის შესაბამისად
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი  გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება  კანდიდატებს ვისაც  აქვთ ასევე გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით

პიროვნული თვისებები:
  • თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა,
  • დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარები, 
  • სტრესის მართვის უნარი
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!