გაყიდვების ექაუნთ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Midea
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ გაყიდვების ექაუნთ მენეჯერი“-ს პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და დამტკიცებული გეგმის დილერებზე გადანაწილება;
  • დილერების შესწავლა რეგიონის შესაბამისად, მათ შორის კონკურენტების, კონკურენტი ქსელის, პროდუქციის შესწავლა.
  • სელაუთის, კონსიგნაციის, წინასწარი გადახდის პირობებზე, სადისტრიბუციო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად წარმოსადგენ გარანტიის სახეობაზე დილერებთან (პოტენციურ დილერებთან) მოლაპარაკების წარმოება; ხელმძღვანელისთვის დამუშავებული და არგუმენტირებული თანამშრომლობის ვერსიის შეთავაზება;
  • ახალი მაღაზიის გახსნის პროცესში ჩართულობა და მხარდაჭერა;
  • დილერების დავალიანებების კონტროლი და კომუნიკაცია ფინანსურ დეპარტამენტთან;
  • მიწოდების პროცესში ჩართულობა, რაც მოიცავს საწყობთან კოორდინირებულ მუშაობას;
  • სადილერო ქსელის შემოვლა და შეთავაზებების და მარკეტინგული რეკომენდაციების მიწოდება;
  • დილერებთან შედარებები, ბარათების გადაგზავნა;
  • კლიენტების ხელშეკრულებების, თავდებობების, გარანტიების და სხვა თანმდევი დოკუმენტების დაფაილება, ვადების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • ქსელის გაფართოების რეკომენდაციების მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
  • შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office );
  • ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • 1C-ის მაღაზია-საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • გათბობა-გაგრილების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში გაყიდვების მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი
ბონუსი

სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 30 აპრილამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
 წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით; 
გასაუბრება;
ტესტირება ექსელში;

შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!