კონტენტ კრეატორი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
‘Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს ,როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის. 
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.  
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს. 
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.“ 

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: კონტენტ კრეატორი
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კონტენტ სტრატეგიისა და კალენდრის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; 
  • ბრენდის და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა და განთავსება სხვადასხვა სოციალურ ქსელში; 
  • მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრაში და განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • საკომუნიკაციო არხებში შემოსული მომხმარებლის უკუკავშირის მართვა; 
  • TikTok, Instagram reels ტრენდების ცოდნა, განთავსებული კონტენტის ანალიზი და ინსაითების გათვალისწინებით კონტენტის გაუმჯობესება; 
  • TikTok და Instagram reels ვიდეოების გადაღება, დაორგანიზება; 
  • გაყიდვების არხების (ვოლტი და სხვა) ფოტო და სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა; 
 
საჭირო უნარები: 
  • სასურველია, განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით; 
  • კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ტიკ-ტოკ, ინსტაგრამ კონტენტზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს); 
  • ინგლისური ენა - B2. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად; 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • დაზღვევას; 
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის; 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს. 
 
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:  
  • სამუშაო დღეები:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 
  • ანაზღაურება: 1500 ლარი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის #25 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 
გისურვებთ წარმატებას! 
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.