TikTok კონტენტ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი 22 გრადუსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 3000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
მედია პლატფორმა "22 გრადუსის" გუნდი ეძებს TikTok კონტენტ მენეჯერს.
თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. კონტენტ გუნდთან ერთად
შენ შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

მოვალეობები:
  • კონტენტ სტრატეგიის შექმნა და ბრეინსტორმინგებში აქტიური მონაწილეობა.
  • სტრატეგიის მიხედვით, თითოეული ვიდეოს კონტენტის შედგენა და ვიდეო სკრიპტის მომზადება.
  • პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები).
  • გადაღების დროს ლოკაციაზე ყოფნა და გადაღების მეთვალყურეობა.
  • მემონტაჟისთვის/გრაფიკოსისთვის მონტაჟის გაიდლაინის შექმნა და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება
  • დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია კონტენტ მენეჯერს გამოცდილება TikTok ვიდეოების მომზადებაში.
  • TikTok-ის ტრენდებისა და სპეციფიკის კარგი ცოდნა.

მუდმივი ზრუნვა ჩამოყალიბებული მიმართულებების განვითარებაზე:
  • როგორც იდეური, ისე კონცეპტუალური.
  • თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Slack/Trello)
  • საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულები

პირობები:
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის/პორტფოლიოს მიხედვით (NET) : 1000-3000
  • ფორმის შევსების დედლაინი 30 დეკემბერი.


დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ფორმა: https://shorturl.at/DWCGs
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე