კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ კონტენტ კრეატორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
- ბრენდის და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა და განთავსება სხვადასხვა სოციალურ ქსელში;
- TikTok, Instagram reels ტრენდების ცოდნა, განთავსებული კონტენტის ანალიზი და ინსაითების გათვალისწინებით კონტენტის გაუმჯობესება;
- TikTok ვიდეოებისა და Instagram reels გადაღება, დაორგანიზება;
- რეპორტების მომაზდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
- კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ტიკტოკ,ინსტაგრამ კონტენტზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.