სარეკლამო საწარმო ,,დეიზი“, რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. დეიზის წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.
,,დეიზის“ საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება. კომპანია ეძებს შესყიდვების მენეჯერს
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
- ანაზღაურება: 1500 ლარი
- ექვემდებარება - მომარაგების მენეჯერს
- დაქვემდებარებაში ჰყავს - მძღოლი/მომმარაგებელი
ძირითადი ამოცანები:
- არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- ახალი მომწოდებლის მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
- მომწოდებლისგან შემოთავაზებული პროდუქციის შერჩევა;
- ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაზე;
- სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება.
- ყოველდღიურად ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება.
- შესყიდვების პროცესის განხორციელება, სრული ციკლის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმპორტის ან და შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი, ზეპირი)
- MS. Office პროგრამების ცოდნა;
დამატებითი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 იანვარი 2025.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე hr@daisy.ge
გისურვებთ წარმატებებს!