ოფისის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ქისკო ლოჯისტიკსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
ლოჯისტიკური, საბაჟო და საფოსტო მომსახურების კომპანია ქისკო ლოჯისტიკსი  ეძებს კანდიდატს ოფისის ოპერატორის პოზიციაზე:

წინასწარი გამოცდილება არ მოითხოვება. ადგილზე დაგეხმარებით შეიძინოთ საჭირო უნარჩვევები.

ძირითადი მოვალეობები:
  • ამანათების მიღება და გაცემა
  • გადაზიდვების საწყობში მიღება და გაცემა
  • სალარო აპარატთან მუშაობა
  • საოპერაციო პროგრამაში მუშაობა
  • კლიენტების კონსულტაცია კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით
  • დახმარება მომხმარებელთა პრობლემების მოგვარებაში
  • შემომავალი და ზარების მიღება
  • წესრიგის დაცვა ოფისში და საწყობში
  • გადაზიდვის თვალყურის დევნება
  • დაბრუნების და პრეტენზიების მართვა
  • ავია ჯავშნების მიღება და რეგისტრაცია
  • სატელეფონო ჯავშნების მიღება

მოთხოვნები:
  • სასურველია საფოსტო და სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა -სავალდებულოა-
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);

თვისებები:
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
  • გამართული მეტყველება
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე

პირობები:
  • ანაზღაურება: 1000 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • განაკვეთი: 10:00-19:00, შაბათი 10:00-18:00 - გრაფიკი გადანაწილდება ოპერატორებს შორის
  • სამუშაო ადგილი: ვაკე და სოლოლაკი, თბილისი
  • სავაკანტო პოზიცია: 2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ოფისის ოპერატორი და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: wildberrylogistics@gmail.com.