ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- დისტრიბუციისთვის ტრანსპორტირებისა და მარშრუტიზაციის ოპტიმალური გეგმის შედგენა;
- ტრანსპორტირების გზების და მარშრუტების მუდმივი ოპტიმიზაცია;
- მარშრუტის დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების გამოყენება მიწოდების ლოჯისტიკის ეფექტურად სამართავად;
- ტრანსპორტირების/მარშრუტიზაციის გამოწვევების სწრაფი გადაჭრა, მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებლობისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
- ტრანსპორტირების მართვის სისტემების (TMS) ცოდნა/გამოყენება;
- ინგლისური და რუსული ენის გამართული ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის მენეჯმენტი;
- პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ლოჯისტიკის დაგეგმარების მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი
პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე