ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ უმცროს IT სპეციალისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- სხვადასხვა სისტემურ პრობლემაზე მუშაობა;
- კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტირება და აღმოფხვრა;
- ქსელური მოწყობილობების ცოდნა, არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის და პოზიციის შესაბამისად.;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „უმცროსი IT სპეციალისტი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!