IT მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
დასახელება: IT მენეჯერი 
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი 
ანაზღაურება -  კვალიფიკაციის შესაბამისად. 
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტსა და "რერა"-სა და „ხინდა“-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. 
  
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და    ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა. 
  • ტექნიკური ინვენტარის ყიდვისას ტექნიკის მოდელების შერჩევაში მონაწილეობა.  
  • თანამშრომელთა ტექნიკური პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრა. 
  • ბაზებში მონაცემების მოძიება და რედაქტირება; არქივირებისა და საიმედო დაცვის უზრუნველყოფა. 
  • ორგანიზაციაში არსებული პროგრამების (FINA, 1C ბუღალტერია,) ტექნიკური მხარდაჭერა. 
  • მოთხოვნილი რეპორტების გენერირება, რედაქტირება. 
  • ახალი პროდუქტის და/ან მომსახურების დანერგვისას შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 
  • Windows და Linux სერვერების ადმინისტრირება. 
  • სერვისის მომწოდებელ პარტნიორებთან კომუნიკაცია. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: 
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT  სფეროში.  
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.