IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
  • კომპანიის ქსელისა და კომპიუტერების გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია და მონტაჟი;
  • ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS, NAT და ა.შ.).
  • ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • სერტიფიკატების ფლობა შესაბამის IT სფეროებში ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
  • რუსული ენის ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ-პროფესიული დონეზე;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - IT სპეციალისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 22 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.