დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას პირადი ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს წარმოების ინდუსტრიაში.
სამუშაო აღწერილობა:
- ხელმძღვანელის კალენდრის მართვა;
- მივლინებების ორგანიზება;
- მეილებზე და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება და შესაბამისი მასალების, დოკუმენტაციის, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის მომზადება;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებულ თემაზე შესაბამისი კვლევა, მონაცემების შედგენა, რეპორტის პრეზენტაციის მომზადება;
- ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება ხელმძღვანელის საჭიროებიდან გამომდინარე;
- მზაობა ხშირი მივლინებების.
ძირითადი მოთხოვნები:
- 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალური ასისტენტის/აღ.დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!